Belive

მოურინიო: "14-ჯერ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და ყოველ ჯერზე შემდეგ ეტაპზე გავედი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიომ "იანგ ბოიზთან" გამართული დაძაბული მატჩის შემდეგ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მათ შორის მის კარიერაზე ევრო ტურნირებზე. "14-ჯერ ვიასპარეზე ჩემი გუნდებით ჩემპიონთა ლიგაზე და ყოველ ჯერზე ჯგუფური ეტაპი დავძლიე და პლეი ოფში გავედი. ხოლო ის ორი წელი, როდესაც ლიგაზე არ ვიყავი, ორივეჯერ ევროპა ლიგა მოვიგე" - განაცხადა "განსაკუთრებულმა". ასევე ჟოზემ დევიდ დე ხეას შესანიშნავ სეივსა და ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი. "ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. დევიდი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და თუ ჩვენი ამბიციაა რომ ვიყოთ დიდი კლუბი, მოვიგოთ ტიტულები, გვჭრიდება მსოფლიოს საუკეთესო მეკარე - ასევე ჩვენ დაგვჭირდება სხვა პოზიციის საუკეთესო ფეხბურთელებიც. მე ვიცი რომ დე ხეას ჩვენთან დარჩენა სურს. მისი აგენტი ბედნიერია, რომ ფეხბურთელს აქ სურს და ასევე ვიცი რომ დირექტორთა საბჭოსაც უნდა მისი დატოვება და ისინი ამ საკითხზე მუშაობენ. ამიტომ ვიმედონებ რომ ადრე თუ გვიან ისინი შეთანხმებას მიაღწევენ", - დაამატა მოუმ.  

სხვა სტატიები