Belive

მოურინიო: 2012 წელს წაგების გამო პირველად ვიტირე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა 2012 წლის მოვლენები. იმჟამად მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა. ყველას კარგად ახსოვს კადრი, როდესაც მოურინიო მოედანზე დაჩოქილი იჯდა და უყურებდა თუ როგორ აგებდა მისი გუნდი.
1
ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა იმ დროინდელი ემოციები გაიხსენა: "როდესაც "ბაიერნთან" დავმარცხდით სასოწარკვეთილი ვიყავი. ცხოვრებაში პირველად წაგების გამო ვიტირე. მაშინ "რეალი" სუპერ გუნდი იყო, ევროპაში საუკეთესო. ჩვენ ფატალურად არ გაგვიმართლა. მატჩის დასრულების შემდეგ მე და კარანკა მანქანაში ვიჯექით და ერთად ვტიროდით. ეს ტრაგედია იყო." შეგახსენებთ, რომ ფინალში "ბაიერნი" საკუთარ სტადიონზე "ჩელსის" დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. "არისტოკრატებმა" კი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ტიტული იზეიმეს.

სხვა სტატიები