Belive

მოურინიო: "არ არის გამორიცხული ფრანგული კლუბი ჩავიბარო"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიომ შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბი ჩაიბაროს. მისი თქმით, ახალ ჩემპიონატში ძალების მოსინჯვა დიდი გამოცდილება იქნება. ჟოზე მოურინიოს ოთხ ქვეყანაში აქვს ნამუშევარი. ის იტალიაში "ინტერის" თავკაცი იყო, ესპანეთში "რეალს" წვრთნიდა. ინგლისში კი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსიში" მუშაობდა. პორტუგალიაში კი "ბენფიკასა" და "პორტოში" იყო.
"მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი საფრანგეთის ლიგა 1-ში. ეს დიდი გამოცდილება იქნება. ახლა ვტკბები თავისუფლებით და დროს ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ. სამი თვე, იანვარი, თებერვალი და მარტი დასასვენებლად კარგია, თუმცა შემდგომ უმუშევრად ყოფნა გართულდება. მე თვალს ვადევნებ ყველა იმ ჩემპიონატს, რომელშიც ვმუშაობდი. ვიცი მოთამაშეების ფსიქოლოგია და საფეხბურთო ფილოსოფია. ახლა ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო სხვა ჩემპიონატში მუშაობაა" - განაცხადა მოურინიომ.
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან"  დეკემბერში გაათავისუფლეს. მას შემდგომ მოურინიოს რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა ჯერჯერობით, პორტუგალიელი სპეცილისტი უგუნდოდ იმყოფება.  

სხვა სტატიები