Belive

მოურინიო: "აზარი რეალში წავა თუ ჩელსიში დარჩება?"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსის" ვარსკვლავს ედენ აზარს "რეალთან" დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებენ. 28 წლის ფეხბურთელმა ერთი თვის წინ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, ედენი დარჩება "სტემფორდ ბრიჯზე", თუ "ბლანკოსში" გადავა. "რეალისა" და "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აზარის მომავლის შესახებ ისაუბრა. "წავა თუ დარჩება აზარი ლონდონში? ამას ვერ გეტყვით, რადგან ბელგიელთან დიდი ხანია არ მილაპარაკია. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ აზარს "რეალში" თამაშისთვის საკმარისი ტალანტი აქვს. მას შეუძლია მოირგოს ეს დიდებული მაისური და "სანტიაგო ბერნაბეუს" ფანების წინაშე ითამაშოს," - განაცხადა მოურინიომ. ედენ აზარი "ჩელსის" 2012 წელს "ლილიდან" შეუერთდა და ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები