Belive

მოურინიო - ბეილის მისვლამდე რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალშიც კი ვერ ხვდებოდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ხანგრძლივი უკმაყოფილების შემდეგ, ბეილი იძულებული გახდა "სამეფო კლუბი" დაეტოვებინა. უელსელი ვარსკვლავი კვლავ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და "ტოტენჰემის" მაისური მოირგო. "სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, გარეთ ბეილის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. პორტუგალიელი სპეციალისტი არასდროს ერიდება პირდაპირი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მის ფეხბურთელებს ეხება. გამონაკლისი არც ბეილი აღმოჩნდა, რომლის დასაცავად მოურინიომ აღნიშნა, რომ უელსელი ვარსკვლავის მისვლამდე, "რეალი" ათწლეულის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალშიც კი ვერ ხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ გარეთ ბეილთან ერთად, "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ოთხჯერ გახდა.
"ერთია რეპუტაცია, მეორე კი ფაქტები. ვისურვებდი ბეილის რეპუტაცია მქონდეს და მეც შევძლო ჩემპიონთა ლიგის ოთხჯერ მოგება. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგება მხოლოდ ორჯერ შევძელი. ფაქტია, რომ ბეილის მისვლის შემდეგ, "რეალის" მდგომარეობა შეიცვალა. წლების მანძილზე, შეიძლება ითქვას რომ ათწლეულის განმავლობაში "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფილაშიც კი ვერ ხვდებოდა - ბეილის მისვლის შემდეგ, "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა. ბეილი ძალიან ბევრს შრომობს - ის ნებისმიერისთვის მისაბაძია. ბეილი თანდათან უკეთესი ხდება და ვფიქრობ, "ანტვერპენის" წინააღმდეგ მის ნამდვილ სახეს ვიხილავთ", - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები