Belive

მოურინიო ბუნდესლიგაში, მაგრამ არა ბაიერნში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული სპორტული მედიის ცნობით, შესაძლოა, ჟოზე მოურინიო დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი გახდეს. მიუხედავად არაერთი ტალანტისა და საკმაოდ შემტევი შემადგენლობისა, "ბორუსია" ჩემპიონატში "ბაიერნის" ჩავარდნით ვერ სარგებლობს, "შავ-ყვითლებმა" ვერც წინა სეზონში არსებული უპირატესობა გამოიყენეს, რაც კლუბის ხელმძღვანელობას მშვიდად ყოფნის შესაძლოებლობსა არ აძლევს. გერმანულ მედიაში გაიჟღერა ვერსიამ, რომ ჰანს-იოაჰიმ ვაცკე ლუსიენ ფავრის გაშვებას გეგმავს, პორტუგალიელ სპეციალისტთან კი მეგობრული ურთიერთობა აქვს. ასე რომ, არაა გამორიცხული იანვრიდან "განსაკუთრებული" ბუნდესლიგაში ვიხილოთ. თანაც, ცოტა ხნის წინ "პორტუს", "ინტერის", "რეალის" "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა დამრიგებელმა თქვა, რომ გერმანული ენის შესწავლა დაიწყო.

სხვა სტატიები