Belive

მოურინიო: "ჩელსის სიყვარული ლამპარდს წარმატებულ მწვრთნელად აქცევს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუნდიდან მაურისიო სარის წასვლის შემდეგ, "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრენკ ლამპარდმა ჩაიბარა. "ჩელსის" ლეგენდარული ნახევარმცველი ახლა უკვე მწვრთნელის რანგში შეეცდება წარმატების მიღწევას. ჟოზე მოურინიოს მტკიცებით, "ჩელსის" სიყვარული ფრენკ ლამპარდს წარმატებულ მწვრთნელად აქცევს. პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ლამპარდს ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ "არისტოკრატებთან" ერთად წარმატებას მიაღწიოს. "მასში ყოველთვის ვხედავდი საოცრად დიდ პროფესიონალს. იღბლიანი ვარ, რომ არაერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელი მყოლია და მათ შორის ფრენკი გამორჩეულია. ვფიქრობ, რომ მას გააჩნია პოტენციალი. ვგრძნობ, რომ მას უყვარს "ჩელსი" და წარმატების მისაღწევად ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ეს არის მიზანი რისთვისაც იგი "არისტოკრატებში" მივიდა. წარმატებას ვუსურვებ თუმცა დრო უნდა მივცეთ. რამდენიმე წელში ვნახოთ რამდენად წარმატებული იქნება", - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები