Belive

მოურინიო: "ჩემი შვილი მას სონალდოს ეძახის ..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სონის ბრწყინვალე გოლზე მატჩისშემდგომ ინტერვიუში ისაუბრა: "ამ გოლამდეც კი, ჩემი შვილი მას "სონალდოს" ეძახდა. "სონალდო ნაზარიო" და დღეს ის ნამდვილად იყო სონალდო ნაზარიო, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, ეს არის გოლი რომელზეც მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი ლეგენდარული სერ ბობი რობსონის გვერდზე. ეს იყო ბარსელონა - კომპოსტელას მატჩი, 1996 წელს. რონალდო ნაზარიომ მიიღო ბურთი ნახევარდაცვის ხაზში და გოლი ზუსტად სონის სტილში გაიტანა. ეს არის ერთადერთი აზრი, რომელიც გონებაში მიტრიალებს. ბრწყინვალე გოლი გამოვიდა" - განაცხადა "განსაკუთრებულმა". შეგახსენებთ, რომ "მამლებმა" პრემიერლიგის მე-16 ტურში "ბარნლი" შინ, 5-0 გაანადგურეს.

იხილეთ სონის გოლი

სხვა სტატიები