Belive

მოურინიო და ტოტენჰემის 3 ფეხბურთელი პარკში ვარჯიშისას შენიშნეს (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელში "ტოტენჰემის" ფეხბურთელების ვარჯიშის კადრები გავრცელდა. როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიომ ჩრდილოეთ ლონდონის პარკში გუნდის 3 მოთამაშის საწვრთნელ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა. უცნობი პირის მიერ გადაღებული ვიდეოსა და ფოტოს მიხედვით, დევინსონ სანჩესი, რაიან სესენიონი და ტანგუი ნდომბელე დღეს სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე ვარჯიშობდნენ. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, ინგლისის მოქალაქეებს გარეთ გასვლა მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და აუცილებელი საჭიროების ნივთებისთვის შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარჯიში დაშვებულია მხოლოდ ორი ადამიანის მონაწილეობით, რომელთა შორის დისტანცია 2 მეტრი უნდა იყოს.

სხვა სტატიები