Belive

მოურინიო: "ერიქსენმა პირველივე დღეს მითხრა, რომ მიდიოდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის კრისტიან ერიქსენის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც კარიერის გაგრძელება მილანის "ინტერში" გადაწყვიტა. "ჩვენ ადრევე ვიცოდით, რომ კრისტიანი მიდიოდა. კლუბში მოსვლის პირველივე დღეს მან მითხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა, თუმცა სამომავლო გეგმებზე დეტალურად არ უსაუბრია. მას მერე, რაც ერიქსენის გადაწყვეტილება ნათელი გახდა, მე და კლუბის დირექტორმა დანიელ ლევიმ შექმნილ სიტუაციაში მაქსიმალურად გონივრული გამოსავლის ძიება დავიწყეთ.  ერიქსენის პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვიყავი. მართალია, მას ლონდონში მოტივაცია აღარ ჰქონდა, მაგრამ კლუბისთვის ყველაფერი გაიღო.  შევეცადე ტობი ალდერვეირელდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დამეფიქრებინა, მაგრამ ერიქსენის შემთხვევა განსხვავებული იყო, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული და ამბობდა, რომ აზრს ვერავინ შეაცვლევინებდა",-თქვა პორტუგალიელმა მწვრთნელმა. დანიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც "დეზების" რიგებში 7 წელი გაატარა, 69 გოლი გაიტანა და 89 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ნერაძურისთან" ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები