Belive

მოურინიო: "ეს არ ყოფილა ჟოზეს გამარჯვება პეპის წინააღმდეგ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიომ პრინციპული მეტოქე პეპ გვარდიოლა კიდევ ერთი კლუბის მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაამარცხა. ამჯერად, "განსაკუთრებულმა" "ტიკი-ტაკას" შემოქმედს "ტოტენჰემით" აჯობა. "ეს არ ყოფილა ჟოზეს კლასიკური გამარჯვება პეპის წინააღმდეგ, ეს იყო "ტოტენჰემის" შესანიშნავი თამაში. ჩემმა ბიჭებმა წინა კვირაში არანორმალურად ბევრი იშრომეს და ამან შედეგიც მოგვცა. დიახ, პირველ ნახევარში იყო ეპიზოდები, როცა იღბალი ჩვენს მხარეს გადმოიხარა, მაგრამ საპირისპიროდ სტერლინგი არ გააძევეს... მსგავსი მომენტი ხშირად მინახავს და ყველა შემთხვევაში ის ფეხბურთელის გაძევებით დამთავრებულა. გაიხსენეთ სონის წითელი ბარათი "ჩელსისთან" მატჩში. მაშინ სამართლიანი იყო გადაწყვეტილება და ახლა არა? უბრალოდ სასაცილოა",-თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

სხვა სტატიები