Belive

მოურინიო - მაღალი ხელფასები და კომპენსაციები პრემიერლიგის გუნდებში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიო პრემიერლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გასულ კვირას "ტოტენჰემში" პოჩეტინო ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, მოურინიოს სამწვრთნელო კარიერა დიდ ხელფასებთანაა დაკავშირებული. გამონაკლისი არც "სპურსი" გამოდგა, სადაც ჟოზე წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს. გავიხსენოთ 2004 წელი - "პორტუსთან" ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შემდეგ, მოურინიო რომან აბრამოვიჩმა "ჩელსიში" მიიწვია. მაშინ პორტუგალიელი 5 მილიონ ევროს იღებდა, რითაც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად იქცა. 3 წლის შემდეგ, მოურინიომ ლონდონური კლუბი დატოვა და კომპენსაციის სახით 15 მილიონი ევრო მიიღო. მილანის "ინტერსა" და მადრიდის "რეალში" მუშაობის შემდეგ, ჟოზე კვლავ "ჩელსიში" დაბრუნდა. "ლურჯები" მას წელიწადში 8.3 მილიონს უხდიდნენ, 2 წლის შემდეგ, 2015 წელს კი გუნდის დატოვებისთვის კომსპენსაციით 8.5 მილიონი გადაუხადეს. 2016 წელს მოურინიო ინგლისში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დააბრუნა. 56 წლის სპეციალისტის ხელფასი 12 მილიონ ევროს შეადგენდა. ჟოზე არც "წითელ ეშმაკებში" გაჩერდა დიდი ხნით. 2 წლის შემდეგ პორტუგალიელს ვუდვორდმა კონსპენსაციით სახით 19 მილიონი გადაუხადა.

სხვა სტატიები