Belive

მოურინიო მანჩესტერის პრობლემებს აფასებს: "ფეხბურთელები, მმართველები და ამბიცია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" წარუმატებლად დასრულდა. "წითელი ეშმაკების" ფიასკოს შესახებ ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლ პოგბასთან დაპირისპირება არ გამხდარა მისი გუნდიდან წასვლის მიზეზი. მოურინიოს აზრით რეალური პრობლემა გაცილებით უფრო დიდი მასშტაბისაა და მასში თანაბრად არიან დამნაშავეები ფეხბურთელები, მმართველები და ამბიციები. "არა, პოგბა არაფერ შუაშია. გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის პრობლემაა. პრობლემა ფეხბურთელებში, მმართველებში და ამბიციებშია. "მანჩესტერ იუნაიტედზე" მხოლოდ ორი რამის თქმა შემიძლია: პირველი, ის რაც დრომ უკვე გვაჩვენა და მეორე, ის რომ გუნდში ჯერ კიდევ დიდი პრობლემებია. მარსიალი სულ სხვა ფილოსოფიის და ხასიათის მატარებელია. მჯერა, რომ ოსედმე მის პოტენციალთან შესაბამის დონეზე ითამაშებს", - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები