Belive

მოურინიო: "მბაპე მესისა და რონალდუზე ძვირადღირებულია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ "პსჟ"-ს ვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. მოურინიო ფიქრობს, რომ ფრანგი თავდამსხმელი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია მსოფლიოში. "როდესაც მბაპეზე საუბრობ, საჭირო არ არის იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება ის 5-10 წელში. უბრალოდ უნდა ფოკუსირდე ახლანდელ დროზე, კილიანი უკვე შეუჩერებელია. სატრანსფერო მარკეტის, რონალდუსა (34) და მესის ასაკის (31) გათვალისწინებით, მბაპე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა," - თქვა მოურინიომ.

სხვა სტატიები