Belive

მოურინიო: "მბაპე მომწონს, მაგრამ ოქროს ბურთისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "პსჟ-ს" თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. "ფეხბურთელმა ოქროს ბურთი არ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი წარმატებული არ არის. მე რომ ამ პრიზის მეპატრონე ვიყო, მხოლოდ იმ მოთამაშეებს დავაჯილდოებდი, ვინც გუნდთან ერთად რაღაცას მიაღწია. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ კილიან მბაპე ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის არ უნდა განვიხილოთ.  თუმცა, ეს სიტყვები მაინც გუნდის მწვრთნელს ეკუთვნის, ისინი კი ყოველთვის გუნდურ შედეგებზე ზრუნავენ. მე ვაკვირდები მბაპეს და ვხედავ გუნდურ მოთამაშეს. არ მგონია, რომ მისი მთავარი მიზანი ოქროს ბურთი იყოს, მას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება უფრო ანაღვლებს", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა. 21 წლის ფეხბურთელმა, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება, 2019/20 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 30 გოლის გატანა და 19 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები