Belive

მოურინიო: ,,მინდოდა, ისე მომეგო, როგორც ამას ნაპოლი აკეთებს - ორიოდე დარტყმა, ერთი გოლი''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ნაპოლისთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,საკმარისად კარგად ვითამაშეთ იმისთვის, რომ არ წაგვეგო, მაგრამ მე მატჩის მოგება მინდოდა... ისე, როგორც ამას ,,ნაპოლი'' აკეთებს - ორიოდე დარტყმა, ერთი გოლი... რთული შეხვედრა გამოვიდა, ბევრი ყვითელი ბარათის შემდეგ ვიბრძოლეთ და მათ მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტით ისარგებლეს. ყვითელი რომ არა, კრისტანტე თავიდანვე დაჯარიმდებოდა და ამ შეტევას თავიდან ავიცილებდით.

ჩემი ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ, სკამზე შემცვლელები არ მყავდა. ასევე, ძირითად შემადგენლობაში კარსდორპის დაყენება მომიწია, რომელიც 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო. უსამართლობის განცდა მაქვს, ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ წაგვეგო.

ვულოცავ მეტოქეს, რომელმაც დაუმსახურებლად მოიგო, ჩვენ კი დაუმსახურებლად წავაგეთ.

ირატის პატივს ვცემ, გაწონასწორებული და სერიოზული მსაჯია, მაგრამ დღეს კარგი მატჩი არ ჰქონია, რაღაცები არ მომეწონა და ვუთხარი,'' - განაცხადა მოურინიომ.

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში ,,რომამ'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

,,ნაპოლი'' 11 ტურის შემდეგ 29 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,რომა'' კი 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები