Belive

მოურინიო: ,,ნაპოლი ფავორიტია, მაგრამ ხანდახან ფავორიტი აგებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ნაპოლისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ვიცით, რომ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილის სათავეშია. ნაპოლი ფავორიტია, მაგრამ ხანდახან ფავორიტი მარცხდება. ნეაპოლელები ბევრ გოლს იტანენ და თავს კარგად იცავენ, თუმცა მოედანზე უნდა გავიდეთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია.

კარგ ფორმაში ვართ. ამდენი მატჩის შემდეგ, ხარვეზებზე მუშაობა შევძელით. რაც შეეხება სათამაშო სტილს, გუნდზე, რომელიც ცოტა გოლს იტანს, მაგრამ ბევრ მომენტს ქმნის, ვერ ვიტყვით, რომ დაცვითი სტილისაა,'' - მოურინიოს სიტყვებს L'Equipe ციტირებს.

სერია A-ს მე-11 ტურში ,,ნაპოლი” ,,რომას” ესტუმრება. მატჩი დღეს, 22:45 საათზეა ჩანიშნული.

10 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდი 26 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ატალანტას” 2 ქულით უსწრებს. ,,რომა'' კი 22 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები