Belive

მოურინიო: "ორი გოლი გავიტანეთ და დავმარცხდით"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში სტუმრად "ვალენსიასთან" 2:1 დამარცხდა. მანკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზემ მოურინიომ ფილ ჯონსის საკუთარ კარში გატანილ გოლზე და მატჩი პერიპეტიებზე ისაუბრა: " ჩვენ ორჯერ გავიტანეთ მაგრამ მოგების ნაცვლად დავმარცხდით! თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და პირველ ნახევარში  ძალიან პასიურები ვიყავით, მეორე ტაიმში მოვუმატეთ თუმცა ამბიციის ნაკლებობის გამო დავმარცხდით. შესვენებაზე საუბრის შემდეგ ვიფიქრე რომ მეორე ტაიმი სულ სხვაგვარი სცენარით წარიმართებოდა, თუმცა თამაში დაიწყო თუ არა გოლი საკუთარ კარში გავიტანეთ რამაც მეტოქე უკეთეს სიტუაციაში ჩააყენა, მოგვიანებით ორი ცვლილება განვახორციელე, რამაც შედეგი გამოიღო და ჩემი ბიჭები უფრო სწრაფად ათამაშდნენ, ანგარიში 2:1 გავხადეთ და შესაძლოა გაგვეთანაბრებინა კიდეც, ამისთვის ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ჩაგდებული პირველი ნახევრის გამო მატჩის შემობრუნება დაგვიგვიანდა.

სხვა სტატიები