Belive

მოურინიო ფეხბურთელებს თავისი სახელის სწორად გამოთქმას ასწავლის (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კომპანია "ამაზონი" "ტოტენჰემის" შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს, რომელსაც პრემიერლიგის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. ეტაპობრივად, წინასწარი ვიდეოები ვრცელდება, სადაც ფილმის მონაკვეთები ჩანს. ამჯერად, BBC-ის საშუალებით, საინტერესო ვიდეო გამჟღავნდა, სადაც ჩანს, რომ ჟოზე მოურინიო ვარჯიშზე, თავისი გუნდის ფეხბურთელებს, საკუთარი სახელის სწორად გამოთქმას ასწავლის. "განსაკუთრებული" ტანგანგასთან მიდის და ეკითხება თუ როგორ უნდა გამოთქვას მისი სახელი სწორად, შემდეგ კი ამბობს, რომ არ უყვარს, როცა ადამიანების სახელებს არასწორი ფორმით გამოთქვამენ და ფეხბურთელებს უხსნის, თუ როგორ წარმოითქმის სწორად თავისი სახელი.  

თუ როდის შედგება რამდენიმესერიიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ მას მაყურებელი ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე იხილავს.

სხვა სტატიები