Belive

მოურინიო: "ფერნანდეში ამ კომონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა. "ფერნანდეშმა დაამტკიცა, რომ ის პენალტების შესანიშნავი შემსრულებელია. ის ამ კომპონენტით მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესოა. მან პენალტი მგონი 20-ჯერ დაარტყა და გაიტანა", - თქვა "განსაკუთრებულმა" თანამემამულეზე. 25 წლის პორტუგალიელი, "წითელ ეშმაკებს" 2020 წლის იანვარში, ლისაბონის "სპორტინგიდან", 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნახევარ სეზონში მან  20 მატჩში 10 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.  

სხვა სტატიები