Belive

მოურინიო: ,,პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ გამო მრცხვენოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ,,იუვენტუსთან'' მატჩის შემდეგ, განსაკუთრებით უკმაყოფილო მისი გუნდის მიერ ჩატარებული პირველი ტაიმით იყო:

,,შესვენებაზე ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ გამო მრცხვენოდა. საქმე ტაქტიკაში კი არა მათ დამოკიდებულებაშია. არ შეგვიძლია, რომ აქ ჩამოვიდეთ და ასე ვითამაშოთ. ჩემს დამხმარეს ისიც ვუთხარი, რომ 0:1-ისთვის ელოცა, რადგან ასეთი ტაიმის შემდეგ ეს შედეგი ფანტასტიკური იქნებოდა. ძალიან გაგვიმართლა.

საერთოდ არაფერი გაგვიკეთებია, მეორე ნახევარში კი მოედანზე სულ სხვა გუნდი გამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, სათადარიგოთა სკამიდან შემადგენლობის გასაძლიერებლად ბევრი ვარიანტი არ მქონია, რადგან ძანიოლო და ვეინალდუმი დაშავდნენ.

თუ მხოლოდ მეორე ტაიმს გავაანალიზებთ, 1:0 მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ პირველი ნახევარი საშინელი იყო,'' - განაცხადა მოურინიომ.

სერია ა-ს მე-3 ტურში ტურინის ,,იუვენტუსმა'' ,,რომას'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ჟოზე მოურინიოს გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 30 აგვისტოს, ,,მონცასთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები