Belive

მოურინიო პრემიერ ლიგაში ბრუნდება?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსის" მესვეურები ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. მაურისიო სარისა და "არისტოკრატების" მესვეურებს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში დატოვებს კლუბს. მაურისიო სარის მომდევნო გუნდად "იუვენტუსი" სახელდება. ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, მაურისიო სარის პოტენციურ შემცვლელთა შორის ჟოზე მოურინიო ლიდერობს. პორტუგალიელი სპეციალისტი 2004-07 და 2013-15 წლებში უკვე წვრთნიდა "ჩელსის". მოურინიოს გაწვრთნილი "ჩელსი" სამჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, სამჯერ დაეუფლა ლიგის თასს და ერთხელ ასოციაციის თასს.

სხვა სტატიები