Belive

მოურინიო პრემიერლიგაში ბრუნდება?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასული არ იყო, მის მომავალ გუნდზე მსოფლიო პრესა რომ ალაპარაკდა. ჟოზეს ჯერ  ყოფილი გუნდების მთელი სერია დაუკავშირეს, "ინტერი", "ჩელსი", "რეალი", მერე საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრებიც მიაწერეს, კანდიდატებს შორის იყო "პსჟ", ახლა კი პორტუგალიელს არც მეტი არც ნაკლები ინგლისის პრემიერლიგის საშუალო კალიბრის გუნდი "ვულვზი" დაუკავშირეს, რომელიც ამჟამად ინგლისის უმაღლეს ლიგაში მეშვიდე ადგილს იკავებს და "მანჩესტერ იუნაიტედს" 1 ქულით ჩამორჩება. ჯერჯერობით მოურინიო კომენტარს არ აკეთებს, საფეხბურთო სამყარო კი ელის, რას იზამს იგი, ისევ გრანდში წავა თუ თავის სამწვრთნელო კარიერას მეორე წრეზე დაიწყებს და "პორტოს" დონის გუნდით ეცდება დიდი წარმატების მიღწევას, ფაქტია ჟოზეს დიდ მწვრთნელობას უზარმაზარი კითხვის ნიშანი დაესვა.

სხვა სტატიები