Belive

მოურინიო: "პრემიერლიგაში ყველაფერი დასრულდა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის სამჯერ მომგებმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, "ლივერპული"-"სიტის" პრინციპული დაპირისპირების შემდეგ თქვა, რომ ინგლისის ჩემპიონატში ყველაფერი გარკვეულია. "როცა გუნდის წვრთნი, არ შეგიძლია დანებდე და ფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ლიდერის გამოჭერას და გადასწრებას მოახერხებ, მაგრამ გვერდიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს.  მე დღეს პრემიერლიგაში არ ვმუშაობ და ამ პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, მაგალითად ტრავმები, რომლებიც სიტუაციას თავდაყირა აყენებს, "ლივერპული" პრემიერლიგას მოიგებს.  მიმაჩნია, რომ "ლივერპული" პაზლს წააგავს, ეს გუნდი ნამდვილი გამოცანაა. ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ფეხბურთელების სიძლიერე მაქსიმალურად გამოიყენონ. ყველაფერს აკეთებენ, რათა მანე და სალაჰი საყვარელ პოზიციაზე საჭირო დროს აღმოჩნდნენ, ამისთვის ფირმინო, ჰენდერსონი და ვეინალდუმი უდიდეს შავ სამუშაოს ასრულებენ",-თქვა "განსაკუთრებულმა.

სხვა სტატიები