Belive

მოურინიო რეალის ფეხბურთელს 30 მილიონად ყიდულობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი, სერხიო რეგილონი, ლონდონის "ტოტენჰემში" გადადის - ექსკლუზიურ ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანოს თანახმად, ტრანსფერის დასრულებისთვის მხოლოდ ფორმალური ნაწილის მოგვარებაა დარჩენილი. ლონდონური კლუბი მის სანაცვლოდ €30 მილიონს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ რეგილონის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურდა, თუმცა "ტოტენჰემმა" მას უკეთესი პირობები შესთავაზა. მარცხენა მცველის პოზიციაზე "ტოტენჰემში" დიდი კონკურენციაა - რეგილონის გარდა, ამ პოზიციაზე დენი როუზი და ბენ დევისი თამაშობენ. შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ "ტოტენჰემს" ერთ-ერთი მათგანი მაინც დატოვებს. გასული სეზონი რეგილონმა იჯარის წესით "სევილიაში" გაატარა, სადაც 38 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები