Belive

მოურინიო რონალდუს იუნაიტედში დაბრუნებას გამოეხმაურა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლაზე ისაუბრა:
,,თუ ,,იუვენტუსიც'' ბედნიერია, რონალდუც და ,,მანჩესტერ იუნაიტედიც'', მაშინ ეს იდეალური გარიგებაა. ვფიქრობ, კრიშტიანუზე საუბარი ზედმეტია. ზედმეტია საუბარი იმაზე, ვინც თამაშობს, იგებს, გოლებს იტანს და 20 წელია ისტორიას ქმნის,'' - განაცხადა მოურინიომ.
,,მანჩესტერ იუნაიტედმა” რონალდუს ტრანსფერი პარასკევს, 27 აგვისტოს, დაადასტურა. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები