Belive

მოურინიო რუსულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო რუსულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს. წყაროს მტკიცებით, პორტუგალიელი სპეციალისტი ტელეკომპანია RT-ის ეთერში საკუთარი საფეხბურთო შოუს წამყვანი გახდება. 56 წლის მოურინიო საკუთარ გადაცემაში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ანალიზს მოახდენს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოურინიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "გადაცემაში ფეხბურთის შესახებ ვისაუბრებ. სხვას რას ელოდით ჩემგან? ჩემი კარიერის გასული ეტაპის დასრულების შემდეგ ყველას აინტერესებდა თუ რას ვიზავდი მომავალში. ახალი გამოწვევა მსურდა და მზად ვარ ყველა გავაკვირვო",- აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები