Belive

მოურინიო შესაძლოა ბაიერნის მწვრთნელი გახდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, მიუნხენის "ბაიერნი" მიმდინარე სეზონის შემდეგ, ნიკო კოვაჩს დაითხოვს. "აინტრახტის" ყოფილ დამრიგებელს, რომელმაც იუპ ჰაინკესი ჩაანაცვლა, მიუნხენურ კლუბში აშკარად პრობლემები აქვს. "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, ბუნდესლიგაში კი დიდი ხნის განმავლობაში მე-3 პოზიციას იკავებდა. Don Mercato-ს ინფორმაციით, კოვაჩს ახალ სეზონში ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლებს. პორტუგალიელი მანჩესტერის დატოვების შემდეგ უმუშევარია. საინტერესოა, რომ ჟოზეს "ლიონის" მთავარ მწვრთნელობასაც უწინასწარმეტყველებენ.

სხვა სტატიები