მოურინიო სიტის საკითხზე: “ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა” 

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ სიტისთვის” ჩემპიონთა ლიგიდან 2-წლიანი ბანის მოხსნის საკითხს ეხმაურება. პორტუგალიელი სპეციალისტი უეფას გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და თვლის, რომ თუ “ქალაქელები” დამნაშავეები არ არიან, მაშინ მათ არც ფინანსური ჯარიმა არ უნდა დაკისრებოდათ.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. თუ “მან სიტი” ამ საქმეში დამნაშავე არ არის, მაშინ მათ არც რამდენიმე მილიონის გადახდა უნდა უწევდეთ, ხოლო თუ დამნაშავეები არიან, მაშინ ჩემპიონთა ლიგიდანაც უნდა მოიკვეთნონ

მე არ ვამბობ, რომ “სიტი” დამნაშავეა. მე ვამბობ, რომ თუ არ ხართ დამნაშავე, მაშინ არც ჯარიმას იხდით.
ვიცი, რომ ფულის დახარჯვა მათთვის საკმაოდ ადვილია, მაგრამ, რატომ იხდით რვა ან ცხრა მილიონ ფუნტს, თუ არაფერი დაგიშავებიათ?”, – თქვა განსაკუთრებულმა.

პეპ გვარდიოლას გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან ორი წლით მოკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ უეფამ მანჩესტერელებს ბანი მოუხსნა და მხოლოდ ფინანსური ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

(136)

მოურინიო სიტის საკითხზე: “ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა” 

სტატიის ავტორი
-