Belive

მოურინიო: "სონის მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ლაიპციგთან" დაპირისპირების წინ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სონ ჰიუ-მინის მდგომარეობაზე ისაუბრა. "იმდენად, რამდენადაც ამ ფეხბურთელის შეცვლა რთულია, წარმოუდგენლად მძიმეა სიტუაცია სონის გარშემო. ყველაფერი ძალიან აშკარაა, აქ საიმედო არაფერია. იმ რესურსის გამოყენება მოგვიწევს, რომელიც გვაქვს, სონის გამოყენება კი ამ სეზონში ალბათ აღარ მომიწევს. კარგი იქნება, თუ ის 2-3 მატჩის ჩატარებას მაინც მოასწრებს",-თქვა "განსაკუთრებულმა". სონმა პრემიერლიგის ბოლო ტურში, "ასტონ ვილასთან" ხელი მოიტეხა და ოპერაციის ჩატარება სჭირდება.

სხვა სტატიები