Belive

მოურინიო: "ტოტენჰემიდან წასვლამდე ტიტულს აუცილებლად მოვიგებ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელსაც კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა და საკმაოდ ამბიციური განცხადებაც გააკეთა. "რამდენი ხანი დასჭირდა კლოპს და "ლივერპულს" წარმატების მისაღწევად? 4 სეზონი, დიახ 4 წელი. გარდა ამისა, მათ შეიძინეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ცენტრალური მცველი.  ამით იმის თქმა მსურს, რომ ჩემი კონტრაქტი სამ წელიწადზეა გათვლილი და შედეგს მომავალი სეზონიდან უნდა ელოდოთ. მე მჯერა, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ტიტულის მოგებას აუცილებლად მოვახერხებთ. შეგახსენებთ, რომ ჩემი ამბიციები არ იცვლება, ჩემი დნმ-იც უცვლელია. ახლა ჩემი მიღწევების და შედეგების დათვლის დრო არ არის, უფრო მეტად კლუბის მომავალზე უნდა ვკონცენტრირდეთ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან საჭირო საქმის კეთება დავიწყე.  ვთვლი, რომ გუნდში საჭიროა ცვლილებები, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. ხშირად არც კი მჯერა, რომ სეზონის განმავლობაში ამდენი ნეგატიური მომენტი გვქონდა, მაგრამ მენდეთ, მომავალი სეზონიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება.  ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი და საწვრთნელი ბაზა გვაქვს, რომლის შექმნაშიც 100 მილიონზე მეტი დაიხარჯა და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი წარმატებას აუცილებლად მოგვიტანს", - თქვა "განსაკუთრებულმა". "დეზებს" პრემიერლიგის 34 ტურში მოპოვებული 49 ქულით მერვე ადგილი უკავიათ და ევროზონის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ.

სხვა სტატიები