Belive

მოურინიო - ტოტენჰემს ოთხეულში მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი აქვს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემი" ფრენკ ლამპარდის "ჩელსის" დაუპირისპირდება. მატჩამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი და პორტუგალიელმა საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა. "დღეს მე ბევრი ფეხბურთელი მაკლია და წინასწარ არ ვიცი გუნდი რა ტაქტიკით ითამაშებს. მაქსიმალურად შევეცდები, რომ შემადგენლობა ოპტიმალური იყოს." ""ტოტენჰემს" ყველაზე კარგი შანსი აქვს, რომ ოთხეულში შევიდეს. "მანჩესტერ იუნაიტედი", "შეფილდი" , "ვულვზი", "ევერტონი", "არსენალი" და ჩვენ ვართ მდევრები, მაგრამ ჩემი გუნდი 1 ქულით ჩამორჩება "ჩელსის", რაც უპირატესობას გვაძლევს. დღეს გამარჯვების შემთხვევაში, პოზიციების გამყარების შესანიშნავი შანსი გვექნება."

სხვა სტატიები