Belive

"მოურინიო უნდა დააკვირდეს" - ჩაკვეტაძე ტოტენჰემს შესთავაზეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისურმა გამოცემამ football.london-მა იმ ოთხი ტალანტის შესახებ დაწერა, რომელიც ევროპის სხვადასხვა, არაწამყვან ლიგებში თამაშობენ და ისინი "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შესაძლოა გამოადგეს. საინტერესოა, რომ ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების და "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა. "ჩაკვეტაძის გვარი "ტოტენჰემისთვის" უცნობი არ უნდა იყოს, რადგან ქართველ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბს წარსულშიც უკავშირებდნენ. შემტევმა ნახევარმცველმა თავისი მშობლიური კლუბი "დინამო თბილისი" თინეიჯერულ ასაკში დატოვა და ბოლო 3 სეზონი ბელგიურ "გენტში" გაატარა. იქ მან მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედანს წინა სეზონში დაუბრუნდა. მან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის "რაპიდთან" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჩაკვეტაძეს ეროვნული გუნდის 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და იმედოვნებს, რომ ნოემბერში ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ შეხვედრაში დაეხმარება. აქ გამარჯვების შემთხვევაში, მისი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ "ტოტენჰემს" ნახევარდცავასა და შეტევაში პრობლემები არ აქვს, 21 წლის ფეხბურთელს ყურადღება უნდა მიაქციოს, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილი ფეხბურთელების დასვენება სურს", - წერს ინგლისური გამოცემა. ჩაკვეტაძის გარდა მოკლე ნუსხაში დონეცკის "შახტარის" შემტევი მანორ სოლომონი, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ფილიპ ურემოვიჩი და "ტვენტეს" ცენტრალური ნახევარმცველი ლინდონ სელაჰი მოხვდნენ. ჩაკვეტაძეს ტრავმა აწუხებს და მისი თამაში ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს სათუოა. მან 2020/21 წლების სეზონში, "გენტის" შემადგენლობაში ოთხჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები