Belive

მოურინიო: ,,ვისურვებდი, რომ შევჩენკომ საკლუბო დონეზე სამწვრთნელო კარიერა ჩემსავით მარცხით დაიწყოს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ჯენოასთან'' მატჩის წინ, მეტოქე გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ანდრეი შევჩენკოზე ისაუბრა:
,,როცა ოქროს ბურთს იღებ, იგებ ჩემპიონთა ლიგას და სხვა ბევრ ტიტულს, ისტორიაში შედიხარ. ,,ჯენოაში'' დანიშვნა შევჩენკოს კლუბში მუშაობის პირველი გამოცდილებაა. მან უკრაინის ნაკრებში უკვე დაამტკიცა, რომ ფეხბურთის შესახებ მკაფიო ფილოსოფია აქვს. ის მშვიდი ლიდერია, რადგან ცხოვრებაშიც ასეთია. ვისურვებდი, რომ მან განიცადოს ის, რაც მე სადევიუტო შეხვედრაში განვიცადე - წავაგე, მაგრამ შემდეგ ბევრი ტიტული მოვიგე,'' - შევჩენკოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.
შევჩენკომ ,,ჯენოასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და სეზონში ხელფასის სახით 1.8 მილიონ ევროს მიიღებს. სერია ა-ს 12 ტურის შემდეგ, ,,ჯენოა” 9 ქულით ცხრილის მე-17 პოზიციაზეა, ,,რომა'' კი 19 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები