Belive

მოურინიო: "ზიდანი ის ადამიანია, რომელიც რეალში ზუსტად ახლა უნდა დაბრუნებულიყო"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "სამეფო კლუბის" ახლადდაბრუნებულ მთავარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. მოურინიოს აზრით, ზიდანი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც "რეალს" ახლა სჭირდება. ფრანგმა სპეციალისტმა სანტიაგო სოლარი შეცვალა. მანამდე ის სამი სეზონის განმავლობაში მუშაობდა გუნდში და ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
"ზიდანის კარიერაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა მან შეძლო ის, რაც ჯერ არავის უქნია. ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ახლა ის დგამს კარიერაში ახალ ნაბიჯებს. ააშენა გუნდი, არჩევანი აქვს, რომ შეიძინოს ფეხბურთელები. ამ რეალში ის საუკეთესოა" - განაცხადა მოურინიომ.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენატრება გუნდთან ერთად ვარჯიში და ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.

ასევე იხილეთ: რეალის საუკეთესო 15 გოლი ზიდანის ხელმძღვანელობით

ასევე იხილეთ: ზიდანიდან ზიდანამდე – როგორ მიაღწია ზიდანმა 3-გზის ტრიუმფს და რატომ დაბრუნდა იგი გუნდში?

სხვა სტატიები