Belive

მოურინიო: ,,ტიტულების მოსაპოვებლად 5 წელი არასდროს მჭირდებოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, განმარტა თუ რატომ იყო მისი კარიერა ყველა ქვეყანაში წარმატებული:
,,პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში ყოველთვის ძალიან სწრაფად ვიმარჯვებდი. ტიტულების მოსაპოვებლად 5 წელი არ მჭირდებოდა. ყველაფერი მაშინვე ხდებოდა, პირველ ან მაქსიმუმ მეორე სეზონში. ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ვცდილობდი, ჩემი გუნდებისთვის გამეგო. გამუდმებით ვსწავლობდი. ვცდილობდი, პრაქტიკაში გამომეყენებინა ჩემი აზრები, მაგრამ, ამავდროულად პატივს ვცემდი ადგილობრივ წესს და თამაშისადმი მიდგომებს,'' - მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
მოურინიომ ,,რომა'' გასულ წელს ჩაიბარა და ტიტულს მოგება პირველივე სეზონში შეძლო - პორტუგალიელმა დედაქალაქურ გუნდთან ერთად კონფერენს ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები