Belive

მოურინიომ არტეტას დანიშვნა გააკრიტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით მიკელ არტეტა ლონდონის "არსენალის" ახალი მთავარი მწვრთნელია. ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ არასასიამოვნო კომენტარი გააკეთა. "ჩემთვის წარმოუდგენელია მიკელის "არსენალში" ხილვა. ვერ ვხვდები ვერანაირ ლოგიკურ მიზეზსს თუ რატომ არის ესპანელი ამ პოზიციაზე" "ერთადერთი, რაც შეიძლება ვიფიქროთ არის საკმაოდ სახალისო რამ. ადრე მწვრთნელებს იმის მიხედვით ნიშნავდნენ თუ რამდენი მოგება ჰქონდათ, რა ტიტულები იყო მათ სიაში. ახლა ეს შეიცვალა და იმის მიხედვით ნიშნავენ თუ რამდენი მარცხი აქვს. მიკელს კი კარიერაში არცერთი მარცხი არ აქვს." "ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. ასევე მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, იტალიის სერია ა, საფრანგეთის ლიგა 1 და ა.შ, მაგრამ კარიერაში კარლომ რამდენი მატჩი წააგო? დაახლოებით 200?" "მე წავაგე 150-180 მატჩი. კარლო კი ჩემზე ოდნავ უფროსია" "სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ახლა მაგარი მწვრთნელები არიან ისინი, ვისაც ძალიან ცოტა წაგება აქვს კარიერაში." "სხვა ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ არის მიკელ არტეტა "არსენალის" მთავარი მწვრთნელი" - განაცხადა მოურინიომ 

სხვა სტატიები