Belive

მოურინიომ ბოდიში მოიხადა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელებში ჟოზე მოურინიოსა და “ტოტენჰემის” სამი ფეხბურთელის ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა. პორტუგალიელი სპეციალისტი “სპურსის” ფეხბურთელებს ჩრდილო-ლონდონის პარკში ავარჯიშებს. გავრცელებულ კადრებს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა – თვითიზოლაციის წესებისა და სოციალური დისტანციის დარღვევის გამო, მოურინიო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მოურინიომ დევიდსონ სანჩესი, რაიან სესენიონი და ნტანგი ნდომბელე სოციალური დისტანცირების წესების უგულვებელყოფით, ჩრდილო-ლონდონის ერთ-ერთ პარკში ავარჯიშა. გულშემატკივართა კრიტიკას გამოეხმაურა ჟოზე მოურინიო, რომელმაც ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ იყო სწორი გადაწყვეტილება. "ვადასტურებ რომ ჩემი ქმედებები არ იყო შესაბამისობაში სამთავრობო პროტოკოლთან და სოციალური დისტანციის წესის დაცვასთან. უმნიშვნელოვანესია რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დავიცვათ ხელისუფლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. დავეხმაროთ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გმირებს, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს იცავენ", - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები