Belive

მოურინიომ დაადასტურა - ჰარი კეინი ბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის წინ დააანონსა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ ცენტრალურ დაპირისპირებაში, შესაძლოა ჰარი კეინმა ითამაშოს.
"კეინი, სისოკო და სონი გამოჯანმრთელდნენ. ისინი ხვალ სათამაშოდ მზად არიან. კეინს ექვს თვეზე მეტია არ უთამაშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის თავს კარგად გრძნობს და ცუდ ფორმაში არ არის. მისი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც კი განიხილება.  შეუძლია თუ არა კეინს მოედანზე 90, 80 ან 70 წუთი გაატაროს? ამას მხოლოდ თამაში გვაჩვენებს. რაც შეეხება ჰარის გამტანუნარიანობას, ამის შესახებ შეგიძლიათ თავად მას ჰკითხოთ. ის პროდუქტიულია ვარჯიშისას, ძალიან ბევრს შრომობს, რადგან ნამდვილი პროფესიონალია", - თქვა "განსაკუთრებულმა" წინასამატჩო ონლაინ-პრესკონფერენციაზე.
პორტუგალიელისა და ყოფილი კლუბის დაპირისპირება 19 ივნისს, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები