Belive

მოურინიომ კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიომ კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე გუნდი დაასახელა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოურინიოსათვის ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ "ბარსელონა" ან რომელიმე სხვა ევროპული გრანდი არ ითვლება. 2003 წლის უეფას თასის ფინალში "პორტო" "სელტიკს" დაუპირისპირდა - ჟოზე მოურინიომ სწორედ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა. "ფინალი რომელშიც "სელტიკს" დავუპირისპირდი არ ყოფილა ჩემი უდიდესი გამარჯვება, მაგრამ მატჩის ინტენსივობიდან გამომდინარე ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება იყო. მას შემდეგ სამი ევროპული ფინალი ვითამაშე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი და არაერთ ტიტულს დავეუფლე, მაგრამ "სელტიკის" წინააღმდეგ გამართული ფინალი ყველა მათგანზე რთული იყო - ყველაზე ინტენსიური, ყველაზე ემოციური და განსაკუთრებული", - აღნიშნა მოურინიომ.

სხვა სტატიები