მოურინიომ ლამპარდზე და ჯერარდზე ისაუბრა

ჟოზე მოურინიო მრავალი წლის განმავლობაში ფრენკ ლამპარდს წვრთნიდა. ერთად მათ არაერთი ტიტული აქვთ მოგებული. ინგლისელის საუკეთესო წლებიც ჟოზე მოურინიოსთან ასოცირდება.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ორ ლეგენდარულ ინგლისელზე, სტივენ ჯერარდზე და ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა.

“თანამედროვე ფეხბურთს ორივე ფეხბურთელი აკლია. მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მათ საფეხბურთო კარიერა დაასრულეს. ლამპარდი მუდამ ჩემი ერთგული იყო. რაც შეეხება ჯერარდს, სტივენი ჩემი ოცნების ფეხბურთელი გახლდათ. მე ყოველთვის ვცდილობდი მის ჩემ გუნდში გადმოყვანას. სტივენის ხილვა მსურდა “ინტერშიც”, “რეალშიც” და რა თქმა უნდა “ჩელსიშიც”, მაგრამ იგი ყოველთვის “ლივერპულის” ერთგული იყო, რაც ნამდვილად დასაფასებელია.”

(47)

მოურინიომ ლამპარდზე და ჯერარდზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-