Belive

მოურინიომ მანჩესტერზე ირონიული განცხადება გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ არ უყურებს "მანჩესტერ იუნატედის" თამაშებს "პსჟ"-სთან, რადგან კარგად იცნობს პრემიერლიგის ფეხბურთელებს. "არა, მატჩისთვის არ მიყურებია. ფეხბურთს ხანდახან ვუყურებ. ვამჯობინებ სხვა ჩემპიონატების ყურებას. პრემიერლიგაში ყველა ფეხბურთელი ვიცი. მე ჩემს თავს საფრანგეთში ვხედავ. მე ოთხ განსხვავებული ლიგის გუნდი გამიწვრთნია. მომწონს ახალი კულტურის სწავლა და შეცნობა. ახალ ქვეყანაში მოღვაწეობა შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდა", - განაცხადა ჟოზემ "BEIN SPORTS"-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი წარუმატებელი მუშაობის გამო მანჩესტერიდან დეკემბერში გაუშვეს და თითქმის 4 თვეა უმუშევარია. მისი სახელი ჯერჯერობით, მხოლოდ ყოფილ გუნდებს "ინტერსა" და "რეალს" დაუკავშირეს.

სხვა სტატიები