Belive

მოურინიომ პოგბას შესახებ განცხადება გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა თავკაცმა ისაუბრა მის ურთიერთობებზე პოლ პოგბასთან და ახსნა თუ რატომ ჩამოართვა მას ვიცე-კაპიტნის სამკლავური. მედიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, მოურინიო უკმაყოფილო იყო პოგბას ნეგატიური განცხადებებით გუნდის თამაშთან დაკავშირებით, შაბათს "ვულვზთან" გამართული მატჩის შემდეგ. პარასკევს, "ვესტ ჰემთან" მატჩისწინა პრესკოფერენციაზე მოურიომ განაცხადა - "არ არსებობს კლუბზე დიდი ფეხბურთელი. თუ მე კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით, ის ითამაშებს. თუ არ ვარ, მაშინ ვერ ითამაშებს. მანჩესტერ იუნაიტედი არის უფრო დიდი, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი და მე ეს უნდა დავიცვა". "მე ფეხბურთელებს და მათ შორის პოლსაც ავუხსენი თუ რატომ აღარ არის ის კაპიტანი. მე ყოველთვის ვაანალიზებ ფეხბურთელს, როგორც ფეხბურთელსა და კაპიტანს. რამდენიმე კვირიანი დაკვირვების შემდეგ, მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოგბა არის უბრალოდ ფეხბურთელი და არა კაპიტანი. გადაწყვეტილება მივიღე. ფეხბურთელებს შევატყობინე. როდესაც ხუთშაბათს მკითხეს ამის შესახებ დავადასტურე და ეხლაც ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ეს არის ისტორიის დასასრული", - განაცხადა ჟოზემ.

სხვა სტატიები