Belive

მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდოს უკან დატოვა. გამოცდილმა ბრაზილიელმა სპეციალისტმა ფენომენოსთან 1 წლის განმავლობაში იმუშავა, როცა ის "ბარსელონაში" ბობი რობსონის თანაშემწე იყო.
IMG_20200427_181601
კატალონიურ კლუბში გატარებულ სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 47 გოლი გაიტანა, რითაც ჟოზე გაკვირვებული დატოვა.
"რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც მინდორზე მინახავს. ვფიქრობ, რომ ტრავმებმა მისი კარიერა მოკლეს, თორემ ის უფრო წარმოუდგენელი იქნებოდა. ტალანტი, რომელიც ბრაზილიელს 19 წლის ასაკში ჰქონდა, საოცარი იყო. რონალდუსა და მესის მსგავსი კარიერა არ ჰქონია - 15 წლიანი ჰეგემონია, მაგრამ ის ბუნებრივი ტალანტის მფლობელი იყო," - თქვა მოურინიომ.
 

სხვა სტატიები