Belive

მოურინიომ რონალდუსა და მესის შესახებ დებატები ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დებატებზე ისაუბრა. როგორც ყველა საფეხბურთო ექსპერტი, მწვრთნელი, ფეხბურთელი თუ გულშემატკივარი, ისე ჟოზე მოურინიოც გამოეხმაურა ამ ორი ფეხბურთელის დებატს.
"ვფიქრობ, რომ ისინი იღბლიანები და ამავდროულად უიღბლოები არიან, რადგან ერთ ეპოქაში თამაშობენ. ისინი იღბლიანები არიან, რადგან შეუძლიათ ერთმანეთს შეეჯიბრონ. ისინი ერთმანეთს პოზიტიურად აფასებენ და ეს მათ მოტივაციას მატებს. რომ არა რომელიმე მათგანი, ერთ-ერთს ათი ოქროს ბურთი ექნებოდა მოგებული. ისინი უმაღლეს დონეზე არიან. მათ უკან კი დგანან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ამ მონსტრების სიახლოვეს ვერ მიდიან. მესისა და რონალდუს ასეთი დონე მოტივაციაა ნეიმარისთვის, მბაპესთვის და გრიზმანისთვის" - განაცხადა მოურინიომ.

სხვა სტატიები