Belive

მოურინიომ შეადგინა საუკეთესო XI-ეული, რომელთანაც მას უმუშავია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, 57 წლის ჟოზე მოურინიო ასახელებს მის საუკეთესო 11-ეულს, ვისთანაც მას უმუშავია. პორტუგალიელმა თავკაცმა პირველი გუნდი 2000 წელს ჩაიბარა, ახლა კი ლონდონის "ტოტენჰემში" ირიცხება. მას ნამუშავარი შემდეგ კლუბებში აქვს: "ბენფიკა"; "პორტო"; "ჩელსი"; "ინტერი"; "რეალი"; "მანჩესტერ იუნაიტედი"; "ტოტენჰემი". 

გთავაზობთ მოურინიოს საუკეთესო XI-ეულს, ვისთანაც მას უმუშავია:  მეკარე: პეტრ ჩეხი (ჩელსი) მცველები: ხავიერ ძანეტი (ინტერი); ჯონ ტერი (ჩელსი); რიკარდო კარვალიო (ჩელსი); უილიამ გალასი (ჩელსი) ნახევარმცველები: კლოდ მაკელელე (ჩელსი); ფრენკ ლამპარდი (ჩელსი); მესუთ იოზილი (მადრიდის რეალი) თავდამსხმელები: ედენ აზარი (ჩელსი); დიდიე დროგბა (ჩელსი); კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი) აღსანიშნავია, რომ, პორტუგალიელმა თავკაცმა საკუთარ კლუბში არ შეიყვანა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ვესლი სნეიდერი და მარსელო.

სხვა სტატიები