Belive

მოურინიომ საფრანგეთიდან შეთავაზებულ კონტრაქტზე უარი განაცხადა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უცხოური მედიგამოცემა Bleacher იუწყება, რომ ჟოზე მოურინიომ საფრანგეთიდან, კერძოდ კი "ლიონისგან" შეთავაზება მიიღო. პორტუგალიელი სპეციალისტის პასუხი შეთავაზებულ კონტრაქტთან დაკავშირებით უარყოფითი აღმოჩნდა, მთავარ მიზეზად კი მისი ოჯახი დასახელდა, რომელიც მოურინიოს ცნობით ინგლისში კარგადაა მოწყობილი. თავად ჟოზემ განაცხადა, რომ აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე მისი სურვილი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა. შეგახსენებთ, მოურინიო ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედს" წვრთნიდა, მას შემდეგ კი "წითელი ეშმაკების" ყოფილი თავკაცი ტელევიზიაში სპორტულ ანალიტიკოსად მოგვევლინა.  

სხვა სტატიები