მოურინიომ სუარესზე ისაუბრა

2.36K
ნახვა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ “ბარსელონას” თავდამსხმელზე, ლუის სუარესზე ისაუბრა.

ჟოზემ ურუგვაელი ფეხბურთელი შეაქო და მისი ბრძოლისუნარიანობა დააფასა.

“ლუისი მოედანზე იმას აკეთებს, რაც გუნდისთვის საჭიროა და მე ეს მომწონს. ლივერპულის წინააღმდეგ შეხვედრაში, 90 წუთის განმავლობაში მან დაივიწყა, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა და თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა. სუარესს მთელი კონცენტრაცია თამაშზე ჰქონდა გადატანილი, თავის საქმეს აკეთებდა, სურდა ფინალის საგზურის მოპოვება და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს ძალიან დასაფასებელია” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონამ” “ლივერპულს” უმასპინძლა. სუარესმა ანგარიში გახსნა, მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური იყო და ხისტადაც თამაშობდა. ამის გამო მან ყვითელი ბარათი მიიღო. სუარესმა გატანილი ბურთი აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულში” არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული. “ბარსელონამ” 3:0 მოიგო და საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, “ენფილდზე” გაიმართება.

(2357)

მოურინიომ სუარესზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-