Belive

მოურინიოს 2005/06 წლების საიდუმლო ჩანაწერი საჯარო გახდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისურ მედიაში საკმაოდ საინტერესო ჩანაწერები გავრცელდა. 2005/06 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში უწევდა. პორტუგალიელი სპეციალისტი და მისი თანაშემწე, ანდრე ვილაშ-ბოაში "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს დააკვირდნენ და მათზე საბოლოო ანგარიში ჩამოაყალიბეს. კარლეს პუიოლის შესახებ: "აგრესიული და ძალიან ემოციური. მის წინააღმდეგ დანიშნულ ჯარიმებზე გიჟდება და პროვოკაციაზეც მიდის. პოზიციის შერჩევა უჭირს, რადგან ფორვარდებს ნახევარდაცვაში ამოყვება ხოლმე. ცუდი ლიდერობის უნარი დაცვაში (უნდა, რომ მეტოქე თამაშგარეში დატოვოს, როცა ეს შეუძლებელია.) სამაგიეროდ კარგად თამაშობს თავით და ფიზიკურად ძლიერია." ანდრეს ინიესტა: "ეს ფეხბურთელი როგორც წესი სათადარიგოდან შემოდის მოედანზე. ინიესტა ძალიან დინამიურია და მოედანზე კარგად გადაადგილდება. ის სახიფათო მეტოქეა. რონალდინიო: "ტექნიკის ხარჯზე ბურთზე ერთი შეხებით ახერხებს, რომ მცველები თავიდან აიცილოს. როდესაც გაიხსნება და განაპირა მვველებთან ერთი ერთზე რჩება, საჯარიმოს გარედან აწოდებს, შიგნიდან - ურტყამს. განსაკუთრებით სახიფათოა საჯარიმოში, რადგან ცენტრალური მცველი მასზე ადის და შემდეგ პასს ან მესის, ან ეტო'ოს უკეთებს. დაცვის მხრივ ძალიან სუსტია და მარტივად ჯარიმდება. ლეო მესი: "მაღალი დონის და სწრაფი ცაცია. თითქმის იგივე მახასიათებლები, რაც რონალდინიოს. დრიბლინგით გუნდის ფორვარდს ეხმარება. მცველთან ერთი-ერთზე დიდებულია და მასზე ჯარიმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიღო. ტრავმა ახლახანს მოიშუშა."

სხვა სტატიები