Belive

მოურინიოს ახალი გამოწვევის მიღება სანაკრებო დონეზე სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო განცხადებას აკეთებს. პორტუგალიელი სპეციალისტის მტკიცებით, მას რომელიმე ქვეყნის ნაკრების გაწვრთნა სურს. არაერთი ბრიტანული ტაბლოიდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩს კვლავ სურს მოურინიოს "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება - თუმცა პორტუგალიელს კლუბის გაწვრთნა აღარ სურს და სიამოვნებით მოსინჯავს საკუთარ ძალებს სანაკრებო დონეზე. "ახალი გამოწვევის მიღება და სირთულეების დაპყრობა მსურს. ამ წუთისათვის, საკუთარ თავს სანაკრებო ასპარეზზე უფრო ვხედავ ვიდრე საკლუბო დონეზე. არის პორტუგალია ჩემთვის იდეალური ვარიანტი? აუცილებელი არაა." "მე მხოლოდ იმ პროექტს ჩავიბარებ, რომელიც მომხიბლავს. აუცილებელი არაა გავიმარჯვო - მთავარია ბედნიერი ვიყო", - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები